Friday, May 11, 2018

გამორჩეული სიმღერები




:

მუსიკის ჟანრები...



თუმცა ჩემ ჟანრებს გაგაცნობთ რომლებსაც ხშირად ვუსმენ.
1. ელექტრონული მუსიკა
2. კლსაიკური მუსიკა
3. პოპ-მუსიკა
4. რეგი
5. რეპი
6. მეტელი
7. ქანთრი


მუსიკა ჩემი ეიფორია..


    მუსიკის მოსმენა ერთერთი საინტერესო ჰობია, ეს არის ჩემთვის ეიფორია, ამ დროს ვთვრები თითოეული რიტმის შეგრძნებით. მუსიკა მთელი ჩემი სამყაროა.
   ახლა ჩემო ძვირფასო მკითხველო გაგაცნობთ მუსიკის ისტორიას, ვფიქრობ საინტერესო იქნება თქვენთვის.
   მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში.
 muzic is my boy friend-ის სურათის შედეგი

რას ვაკეთებ თავისუფალ დროს?



  ძირითადად დაკავებული ვარ, თუმცა ვცდილობ ყოველთვის დავუთმო ჩემ სყვარელ საქმიანობას დრო: მუსიკის მოსმენა, ცეკვა, წიგნების კითხვა, ლაშქრობებზე სიარული, ჩანახატების წერა. ყოველივე ეს ჩემი სულის რელაქსაციაა.
  ეტაპობრივად გაგიზიარებთ თითოეული აქტივობის მნიშვნელობას.

სულის რელაქსაცია-ის სურათის შედეგი

Tuesday, May 1, 2018

რა არის ჩემთვის ჰობი?


     ვინც ჩემს გვერდს გადახედავს კონკრეტულად ერთი ჰობის შესახებ კი არ ვისაუბრებ, არამედ რამდენიმე საინტერესო ჩემს აკვიატებას გაეცნობით ჩემო მკითხველო.
     ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველას აქვს საკუთარი შეხედულებები, საკუთარი ჰობი. ზოგისთვის ჰობი გართობაა. ჰობი ჩემთვის  სულის იოგაა.. ამ დროს მთლიანად ვიძირები  დასვენების ლაბირინთში, გამოსვლა მიჭირს. ჩემი ჰობი მრავალფეროვნებით არის გამორჩეული. ერთი კონკრეტული მიმართულება არ მახასიათებს . არის რამდენიმე აქტივობა, რომელიც მიხალისებს ხასიათს.

რატომ არის ჰობი ადამიანისთვის აუცილებელი?

     ჰობი ჩვენს ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის. როგორც სხეულის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და განტვირთვა, ასევე აუცილებელია ტვინისთვის დასვენება და ყურადღების სასიამოვნო რამეზე გადატანა. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც ჰობით არიან დაკავებულნი, ნაკლებად განიცდიან აღელვებას, მრისხანებას, დეპრესიას და სხვა უარყოფით გრძნობებს.

Thursday, April 26, 2018

რა არის ჰობი?



ჰობ-ი [ინგლ. hobby] – რამეთი გატაცება; აჩემებული საქმიანობა, რომელსაც სამუშაოდან თავისუფალ დროს მისდევენ გართობის, დასვენების მიზნით (ყვავილების, ჩიტების მოვლა, თევზაობა და სხვ.).
  😊😊😊😊😊😊😊😊😊😊😊😊😊😊😊😊😊